„საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან ინტეგრაცია ბევრ ქვეყნასთან დეზინტეგრაციას, მათ შორის, უვიზო რეჟიმების გაუქმებას ნიშნავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
გოგოლაშვილის თქმით, პაპუაშვილმა ღია ეთერში დეზინფორმაცია გაავრცელა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„რუსეთთან და დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანასთან ვიზების შემოღება მოგვიწევს, მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ ევროკავშირის პასპორტით შეგიძლია უვიზოდ შეხვიდე ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის თუ ოკეანიის, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, ჩინეთისა და შუა აზიის ქვეყნების ჩათვლით.
მან ასევე თქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაუქმება მოგვიწევს ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთანო, რუსეთს გულისხმობდა და არ თქვა უბრალოდ ამ დროს, რომ ევროკავშირის წევრობა თავისუფალ ვაჭრობას გაგვიხსნის თურქეთთან, იაპონიასთან, კანადასთან, ვიეტნამთან, მექსიკასთან, ჩილესთან, არგენტინასთან, ახალ ზელანდიასთან, შეგვინარჩუნებს და გააღმავებს დიდ ბრიტანეთთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, გაგვიხსნის ბალკანეთის ქვეყნებთან, ჩრდილო და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან და ა.შ. მომავალში აშშ-თან. მთლიანობაში ევროკავშირის სამარკო ნიშნის საქონელი ყველგან კონკურენტუნარიანია და ნებისმიერ ქვეყანაში შეღწევა არ უჭირს. მოკლედ,
ასეთი დეზინფირმაცია და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გასამართლებლად ხდება“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში არალეგიტიომური პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას.
