„ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა - კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“, - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
მედიასთან საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრების დროს ის საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს გააცნობს ვაშინგტონის გზავნილს ელჩთან და მის გუნდთან დაკავშირებით:
„შეხვედრების განმავლობაში მე მოუთმენლად ველი, რომ გავაჟღერო ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოში იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წაწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.
ასევე, საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად. თუმცა ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში“.
შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოში ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას ესწრება. ის საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება.
აშშ-ს და ელჩ კელი დეგნანის საწინააღმდეგო განცხადებებს „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული დეპუტატები - სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და გურამ მაჭარაშვილი აკეთებენ. მათი თქმით, აშშ-ის საელჩო „ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება“ და „ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.
„როცა რომელიმე ელჩი თავს უფლებას აძლევს, თითი დაგიქნიოს სახელმწიფოს და გითხრას, შენ ეს კანონი არ უნდა მიგეღო და ამ დროს მას აქვს კანონი, რომელიც ამაზე ასჯერ უარესია დემოკრატიის თვალსაზრისით... ასეთი ჩარევის უფლებას როცა აძლევს ელჩი საკუთარ თავს, ეს ნიშნავს, ის პატივს არ სცემს არც შენს სუვერენიტეტს, არც შენს ტრადიციას, არც კონსტიტუციას და არაფერს. ამის დაშვება არ შეიძლება, იმიტომ რომ მეორე დღეს მოდის ის ელჩი და გეუბნება, შენ აუცილებლად უნდა ჩაერთო ომში და არ მაინტერესებს, რამდენი ადამიანი დაიღუპება. ჩვენი მიზანია, რომ რუსეთი დავამარცხოთ და შენ უნდა იყო მსხვერპლის როლში. შეიძლება პირდაპირ ამ სიტყვებით არა, მაგრამ შინაარსი ეს არის“, - განაცხადა სუბარმა ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ეთერში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, გაღრმავება და მისი გადაჭარბება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედის“.
აშშ-ს ელჩის თქმით, ვაშინგტონში დაბნეულობაა, რატომ არ ემიჯნება მთავრობა ცრუ განცხადებებს უფრო მკაფიოდ.
