ვაშინგტონში დაბნეულობაა, რატომ არ ემიჯნება მთავრობა ცრუ განცხადებებს უფრო მკაფიოდ - დეგნანი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ბოლო კვირებში მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან. აინტერესებთ იმ პირთა მოტივები, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ“, - ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შეკითხვას, არიან თუ არა საქართველოს მთავრობაში რუსული აქტორები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კელი დეგნანის თქმით, თუ მთავრობა და მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ არ ეთანხმებიან აშკარად ცრუ განცხადებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ისინი ამას უფრო მკაფიოდ გაემიჯნებიან.

„ნამდვილად დასაფასებელია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა თავისი პოზიცია გამოხტა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია.

ამგვარი კონსპირაციული თეორიების გამეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან“, - თქვა კელი დეგნანმა.

ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს, უკრაინაში მიმდინარე ომი გავრცელდეს არც საქართველოზე და არც რომელიმე სხვა ქვეყანაზე.

ბოლო თვეებია, აშშ-ს და ელჩ კელი დეგნანის საწინააღმდეგო განცხადებებს „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და გურამ მაჭარაშვილი აკეთებენ. მათი თქმით,  აშშ-ის საელჩო „ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება“ და „ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.

მმართველი პარტიის ყოფილი წევრების ანტიდასავლურ რიტორიკას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავიდანვე გაემიჯნა.

„არ ვიცი, ვისი დავალებით ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი „ქართული ოცნებიდან“ გასული რომ არ არიან... თუ არა, მაშინ საჭირო იქნებოდა, მთავრობიდან, ან პარტიიდან ყოფილიყო მათი დაგმობა. მე რაც მახსოვს, ყველა ვინც გავიდა და „ქართული ოცნებიდან“ ერთი ნაბიჯი გადადგა, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიანო, დადებითი შეფასებებია და არანაირი დაგმობა არ არის მათი ექსტრემალური, უფრო რადიკალური განცხადებების. მე მგონი, ყველასთვის ნათელია სურათი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, გაღრმავება და მისი გადაჭარბება ჩვენი ქვეყნის იტერესებში არ შედის“.

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, სუბარი და ხუნდაძე, 10 სექტემბერს, მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის გასვლით სამუშაო შეხვედრაში, რომელიც „კაჭრეთის ამბასადორში“ გაიმართა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).