ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების „წარმატებით ჩატარება“ მიულოცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
„ქართული ოცნების“ კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვება პასუხისმგებლობის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებტან მათი შესაბამისობის დადასტურებას წარმოადგენს, ასევე, მოწმობს ქვეყნის სუვერენული განვითარებისა და საზოგადოების კონსოლიდაციისკენ თქვენს მიერ აღებული კურსისადმი ფართო მხარდაჭერას“, - წერს ლუკაშენკო მისალოც წერილში.
ის ხაზს უსვამს, რომ ბელარუსი მტკიცედ მიისწრაფვის საქართველოსთან მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავებისკენ:
„მჯერა, რომ სახალხო წარმომადგენლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ბელარუს-საქართველოს რეგიონთაშორისი კავშირების გაფართოებაში და ხელს შეუწყობენ ახალი სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას“.
ალექსანდრ ლუკაშენკომ ირაკლი კობახიძეს ჯანმრთელობა და საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის ბოიკოტის და საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა.
არჩევნებს ციხეში შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები - ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, ასევე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. არჩევნების წინა პერიოდში დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია და თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზვიად კუპრავა.
თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდებოდნენ როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დამკვირვებლები, ისე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 64 მუნიციპალიტეტიდან 25-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 100% აიღეს. ეს ის საარჩევნო ოლქებია, სადაც საკუთარი კანდიდატი არცერთმა სხვა პარტიამ არ დააყენა. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული ხმების დაახლოებით 80% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საკრებულოში უმრავლესობა ექნება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის უკვე 36 მონაწილე დააკავა „ხელისუფლების დამხობის მცდელობის“ საქმეზე.
ამ თემაზე:
კალასი და კოსი: არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა
„დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია“ - ჩეხეთის საგარეო უწყება 4 ოქტომბრის არჩევნებზე
ნორვეგია აცხადებს, რომ საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობა კიდევ უფრო შემცირებულია
ლატვიის საგარეო უწყება: 4 ოქტომბრის არჩევნებს არ შეიძლება ეწოდოს დემოკრატიული
