ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 64 მუნიციპალიტეტიდან 25-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 100% აიღეს. ეს ის საარჩევნო ოლქებია, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი კანდიდატები არ დააყენეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
ცესკოს თანახმად, ხმების 100% „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა შემდეგ ოლქებში მიიღეს:
- საგარეჯო - ვახტანგი კაკუტაშვილი (8539 ხმა)
- გურჯაანი - გიორგი მაჭავარიანი (19 588 ხმა)
- დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი (5271 ხმა)
- ყვარელი - ილია მზექალაშვილი (10 669 ხმა)
- თიანეთი - ლევან წიკლაური (2347 ხმა)
- გარდაბანი - დავით კარგარეთელი (9772 ხმა)
- დმანისი - კობა მურადაშვილი (7795 ხმა)
- წალკა - ილია საბაძე (3935 ხმა)
- თეთრიწყარო - მიხეილ აფციაური (3751 ხმა)
- ახალციხე - ვარლამ წილკაური (14 812 ხმა)
- ადიგენი - გოჩა ქიმაძე (8135 ხმა)
- ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე (3935 ხმა)
- ახალქალაქი - მელქონ მაკარიან (13 346 ხმა)
- ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიან (8713 ხმა)
- ონი - დავით ლობჟანიძე (1555 ხმა)
- ამბროლაური - ზაზა ქევანიშვილი (3682 ხმა)
- ცაგერი - ჭაბუკი ჭაბუკიანი (2754 ხმა)
- ლუნტეხი - გიორგი გაზდელიანი (1091 ხმა)
- მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი (1296 ხმა)
- საჩხერე - ლევან ივანაშვილი (17 670 ხმა)
- ბაღდათი - ნოდარ გიორგიძე (7857 ხმა)
- ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი (9975 ხმა)
- ტყიბული - დავით კუბლაშვილი (6034 ხმა)
- აბაშა - გიგა გაბელია (7886 ხმა)
- მარტვილი - გიორგი ნაჭყებია (10 549 ხმა)
4 ოქტომბერის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. მსხვილი ოპოზიციური პარტიებიდან კენჭისყრაში მხოლოდ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მონაწილეობდნენ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც 3061 უბნიდან 2283-ის შედეგებს ეყრდნობა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80.79%, 932 916 ხმა მიიღო.
ამომრჩეველთა აქტივობამ 40.93% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრირებული 3 513 818 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე 1 438 116 მივიდა. თბილისში აქტივობა 31.08% (324 281 ამომრჩეველი) იყო.
წინა ადგილობრივ არჩევნებზე, 2021 წელს, ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 51.92% შეადგინა. თბილისში არჩევნებში მონაწილეობა 56.4%-მა მიიღო.
45.65%-იანი აქტივობა დაფიქსირდა 2017 წლის არჩევნებზე, თბილისის მონაცემი კი 43.4% იყო.
