საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც ის პლატფორმა X-ზე წერს, შეხვედრა მისი ინიციტივით გაიმართა, თემა კი „გრანტების შესახებ“ კანონთან იყო დაკავშირებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„ბატონ ჟორჟოლიანს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჩემი თხოვნის საფუძველზე შევხვდი, რათა მეკითხა, რომ გერმანიის მთავრობის გადახდები გათავისუფლებული ყოფილიყო საქართველოს გრანტების შესახებ კანონისგან, რადგან ისინი უკვე გათვალისწინებულია გერმანია-საქართველოს შორის მანამდე დადებულ ხელშეკრულებებში. ლეგიტიმური სამართლებრივი კითხვა. პასუხი: არა. გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსს მცირე ადმინისტრაციული დანახარჯის მქონე მეგობრებზე მიმართავს“, – დაწერა პეტერ ფიშერმა.
გერმანელ დიპლომატსა და „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შორის შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართა. გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდის დინამიკა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პეტერ ფიშერის დაბარება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს გრანტების შესახებ საქართველოს კანონზე. პრესრელიზის თანახმად, გერმანიის ელჩმა ლევან ჟორჟოლიანს სთხოვა, „საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შეთანხმების მიმართულებით“.
„ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა განუმარტა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს“, – ვკითხულობთ პრესრელიზში.
ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.
„ბატონი ფიშერი დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მანამდე თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა, მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც“, – თქვა კობახიძემ.
„გრანტების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ერთ-ერთია ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონმდებლობიდან, რომლითაც „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის განადგურებას ცდილობს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ცვლილებები თებერვალში დაამტკიცა - შედეგად აიკრძალა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის გრანტების მიცემა მთავრობის თანხმობის გარეშე.
ივნისში, გრანტების გაცემაზე უარი ეთქვა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს, რომელსაც ირაკლი კობახიძე ექსტრემიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს.
