პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გენერლების, ზაზა გოგავას და მამუკა ყურაშვილის დაბარებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
პარტიის განცხადებით, „ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი“ კომისია ოკუპანტი რუსეთის „დავალებების შესრულებას“ აგრძელებს.
„გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, რომ რუსულ კომისიაზე არ დაიბარებდნენ არცერთ სამხედრო პირს, დღეს სხდომაზე სწორედ ქართველი სამხედროების დაკითხვაა დაანონსებული. დღევანდელ სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმმა 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ ზაზა გოგავას და 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, გენერალ მამუკა ყურაშვილის გამოკითხვა გადაწყვიტა.
გენერალი გოგავა და გენერალი ყურაშვილი არიან ის სამხედროები, რომელთა ძალისხმევით საქართველომ 2008 წელს შეძლო რუსული აგრესიის შეკავება და პრეზიდენტ სააკაშვილთან და ჩვენ გმირ მებრძოლებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.
სწორედ ამიტომ ატარებს 2008 წლის უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი სააკაშვილი მეოთხე წელს რუსეთის დაკვეთით ტყვეობაში და ამიტომაა, რომ გენერლებს დღემდე რუსეთის ფედერაცია დევნის.
საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ და გაბათილდა პუტინის ყველა სიცრუე აგვისტოს ომის შესახებ ჯერ 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ხოლო შემდეგ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორედ იმიტომ, რომ გენერალმა გოგავამ და გენერალმა ყურაშვილმა ქართული ჯარის, საქართველოს სიმართლე უმაღლესი კვალიფიკაციითა და არგუმენტაციით დაიცვეს.
ამ გამარჯვების რევიზირებაა „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი. ამას გულისხმობს ე.წ. „სამართლიანობის აღდგენა“, საქართველოს ისტორიის ოკუპანტის ვერსიით გადაწერა, 2008 წლის ომის საქართველოსა და ქართველ სამხედროებზე გადაბრალება და ოკუპანტის გამართლება უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნალების გადაწყვეტილებების შეტრიალებით“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტიაში განმარტავენ, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც 18 თებერვალს გაიმართა, გენერალმა გოგავამ და გენერალმა ყურაშვილმა პოლიტსაბჭოს გააცნეს მათი საერთო გადაწყვეტილება, რომ „თავს ვალდებულად თვლიან ქართული სახელმწიფოს და ომში დაღუპული გმირების ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში“.
„ამავე სხდომაზე გენერლებმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა პარტიის და საერთო ოპოზიციური პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკოსების მონაწილეობას რუსულ კომისიაში, რადგან მოქმედი პოლიტიკოსების დაბარების მთავარი ამოცანა არა რაიმე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, არამედ პოლიტიკური პროპაგანდისტული წარმოდგენის დადგმა და მათი დაკავების მუქარით მანიპულაციაა.
ამგვარად, გვსურს საზოგადოებისთვის განვმარტოთ, რომ გენერლები კომისიაში წარდგებიან ყოველგვარი პარტიული აფილიაციის გარეშე. გვჯერა, სულ მალე, ერთად დავიხსნით ჩვენს სამშობლოს შიდა მტრისგან, რომელიც ოკუპანტის დავალებით ასამართლებს ქართულ სახელმწიფოს“, - აცხადებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.
დღეს, 27 მარტს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მეექვსე სხდომა მიმდინარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე დაბარებულები არიან სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ქოიავა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი, გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი.
