„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ცანავას მიერ 1-ელ აგვისტოს, სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„ლაშა ცანავამ, რომელიც პოლიტიკური დევნის შედეგად რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სასამართლო პროცესზე ღიად და დაუფარავად ისაუბრა იმ ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შესახებ, რომელიც მის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაკავების შემდეგ განხორციელდა“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თანახმად, ლაშა ცანავამ განაცხადა, რომ მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საჯარო გამოხმაურება, გამოძიება და რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
„ჩვენ ერთი წუთით არ გვჯერა, რომ ან სუსი, ან პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიცავთ რა იურიდიულ, ფორმალურ ვალდებულებას და ვითხოვთ ამ ფაქტის მყისიერ მოკვლევასა და გამოძიებას. თუ ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი“, - აღნიშნულია ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.
ლაშა ცანავა 30 ივლისს, დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე.
პროკურატურის ვერსიით, მან უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულმა უცხოელს მოთხოვნილი თანხის ნაწილი მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი შეხვედრებისას გამოართვა.
ლაშა ცანავა ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის თქმით, საქმე „შეკერილია“ და ცანავა პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს.
