ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან დამატებით 64.9 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რის შემდეგაც ლარი დოლართან 1.31 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.75 თეთრით. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი 2.9567 ლარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გაიტანა, საიდანაც 64 900 000 გაიყიდა.
„სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო“, - განმარტეს ეროვნულ ბანკში და აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და მოკლევადიანია.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორ კვირაში რეზერვებიდან 100 მილიონზე მეტი დოლარი გაყიდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს მოახლოებულ არჩევნებთანაა დაკავშირებული.
„ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი გამოდის და ტრაბახობს, რომ არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მეორე მხრივ, სახეზეა ის, რასაც ვხედავთ მაშინ, როდესაც ძალიან უჭირს ხოლმე ქვეყანას. ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გამოტანა ხდებოდა მაშინ, როდესაც იყო კოვიდი და კრიზისი. ეროვნული ბანკის დღევანდელი მენეჯმენტი ხელისუფლების დავალებების პირდაპირი შემსრულებელია“, - ამბობს კეპულაძე.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებისა და მიღების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან ჯამში 282 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. აქედან 16 მაისს - 60 000 000 დოლარი, 28 მაისს - 48 700 000, 11 ივნისს - 60 000 000, 8 ოქტომბერს - 48 500 000 დოლარი და 16 ოქტომბერს 64 900 000 დოლარი.
