2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. წელს გამოცდებისთვის 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი ასეთია:
ქართული ენა და ლიტერატურა: 3 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 4 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 5 ივლისი (პირველი სესია); 3 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
მათემატიკა: 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
უცხოური ენა: 10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 12 ივლისი (პირველი სესია) - ინგლისური ენა; 12 ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა; 12 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა; 12 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
ბიოლოგია: 14 ივლისი (პირველი სესია);
ისტორია: 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 18 ივლისი (პირველი სესია);
ზოგადი უნარები (სომხურად): 18 ივლისი (მეორე სესია);
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად): 18 ივლისი (მეორე სესია);
გეოგრაფია: 19 ივლისი (მეორე სესია);
ქიმია: 20 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: 20 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება: 21 ივლისი (მეორე სესია);
ლიტერატურა: 25 ივლისი (პირველი სესია);
ფიზიკა: 26 ივლისი (პირველი სესია).
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვას აბიტურიენტები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
რაც შეეხება სხვა გამოცდებს, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.
2023 წლისთვის მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, ხოლო სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე - 2500-მდე. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია კი 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
