ესტონეთმა სანქცირებულთა სიას საქართველოს კიდევ 19 მოქალაქე დაამატა. საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას ბრძანების საფუძველზე, ესტონეთში შესვლა აეკრძალათ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებს, იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, ასევე, მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა და მზია ამაღლობელის საქმეებში ფიგურირებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
„ეს პირები პირდაპირ თუ ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზირებული სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პირობებს“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ესტონეთის მიერ დღეს, 18 ივლისს, სანქცირებულთა შორის არიან:
- ნინო გალუსტაშვილი - მოსამართლე;
- გიორგი გვარაკიძე - გენერალური პროკურორი;
- ალუდა ღუდუშაური - „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი;
- ილია ინჯია - „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი;
- ირაკლი ქადგიშვილი - „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი;
- ანი ხუბეჯიშვილი - პროკურორი;
- მარიამ ლაშხი - „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი;
- გურამ მაჭარაშვილი - „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი;
- მარი მეშველიანი - პროკურორი;
- ვიქტორ მეტრეველი - მოსამართლე;
- ჯვებე ნაჭყებია - მოსამართლე;
- ნინო სახელაშვილი - მოსამართლე;
- პაატა სალია - „ქართული ოცნების“ მთავრობის იუსტიციის მინისტრი;
- თენგიზ შარმანაშვილი - „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი;
- ირაკლი შვანგირაძე - მოსამართლე;
- სოზარ სუბარი -„ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი;
- ალექსანდრე ტაბატაძე - „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი;
- სულხან თამაზაშვილი - აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე;
- ნათია თათიაშვილი - პროკურორი.
მარგუს ცაჰკნას თქმით, ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.
ესტონეთმა ქვეყანაში შესვლა უკვე 102 ქართველ მოქმედ თუ ყოფილ თანამდებობის პირს აუკრძალა.
