საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „იუნისეფის“ მიერ დაწესებულ მსოფლიო ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, თანადგომას უცხადებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„მსოფლიო ბავშვთა დღეს, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ბავშვები და ახალგაზრდები აწყდებიან საქართველოში, გასული 1000 დღის განმავლობაში უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში.
„მოუსმინე მომავალს“ წლევანდელი მსოფლიო ბავშვთა დღის მთავარი გზავნილია, რომელიც ხაზს უსვამს ბავშვების როლს ჩვენს საზოგადოებაში და მათი უფლებების დაცვის საჭიროებას მიმდინარე კრიზისების ფონზე.
საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას.
ჩვენ ვაგრძელებთ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას ძალადობისგან და ვუსმენთ მათ ხმას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
ახალგაზრდები, მათ შორის სტუდენტები, აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო გამოსვლებში, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითქმის ყოველ დღე იმართება. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მხარს უჭერენ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. მანამდე, ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. აღნიშნულმა კანონმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.
