საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამართულ პირველ მატჩში თურქეთთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
პირველი გოლი 25-ე წუთზე თურქეთის ნაკრების წევრმა, მერტ მულდურმა გაიტანა. ანგარიში 32-ე წუთზე გათანაბრდა, როდესაც გიორგი ქოჩორაშვილის გადაცემის შემდეგ კარში გიორგი მიქაუტაძემ დაარტყა. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ტაიმში საქართველოს კარში ორი გოლი თურქმა ფეხბურთელებმა, არდა გიულერმა და ერემ აქტურქოღლუმ გაიტანეს.
„წაგება სასიამოვნო არასდროს არის, თუმცა ქართული ფეხბურთი კარგი კუთხით წარმოვაჩინეთ. გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა. ალბათ იმდენივე, რამდენიც თურქეთს. თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც გამარჯვებული მხოლოდ ერთია. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ შედეგით, თუმცა ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი თამაშით.
როდესაც ჩემპიონატი იწყება, რა თქმა უნდა ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრობ. ჩვენი უმთავრესი მიზანი კარგი თამაშის ჩვენებაა. სწორედ ასე ვითარდება გუნდი. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, შაბათს იგივე დონეზე ვითამაშებთ და მოუთმენლად ველი თამაშს“, - განაცხადა თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.
მატჩი დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკის“ სტადიონზე, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, ძლიერი წვიმის ფონზე დაიწყო და დაძაბულად წარიმართა. აღსანიშნავია, რომ თამაშის დაწყებამდე საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის ჩხუბი მოხდა. დაპირისპირება სამართალდამცავებმა აღკვეთეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
