„ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს იმ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოში ევროკავშირის როლს შეეხება“, - ამის შესახებ განცხადება საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნიმ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 რა სიმპტომები აქვს გრიპის ყველაზე გავრცელებულ ტიპს, „ჰონგ კონგის“ ვირუსს
- 6 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლოდროინდელი ცრუ ინფორმაციის მატარებელი განცხადებები, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე. წ. „არატრადიციული ღირებულებების“ თავზე მოხვევას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს.
„რუსეთის სტილში შეთხზული შეთქმულების თეორიებითა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაზიანება მხოლოდ მათთვის არის ხელსაყრელი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, ევროკავშირი „მტკიცედ გმობს“ ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე პირად თავდასხმებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში.
„ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან, მოერიდოს წამქეზებლურ პირად თავდასხმებს და თავისი მოსახლეობის ევროპული მომავლის მისაღწევად იმუშაოს. ევროკავშირი იყო და არის საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორი“, - ევროკავშირი „მტკიცე სოლიდარობას“ უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს და გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ სვლაში.
