ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 15 ივლისს, სამშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს ფორმატში შეხვედრას გამართავენ და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის ქალი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
„საბჭო იმსჯელებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და განიხილავს შესაძლო ზომებს ხელისუფლების მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“, - ვკითხულობთ ევროპული საბჭოს ვებგვერდზე, სადაც დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხებია ჩამოთვლილი.
საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან შედგება და პასუხისმგებელია ევროკავშირის საგარეო ქმედებებზე. საბჭოს სხდომებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ხელმძღვანელობს.
9 ივლისს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. მასში ხაზგასმულია ევროპარლამენტის პოზიცია, რომ საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად, საჭიროა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა სასწრაფოდ უნდა გადააფასონ ურთიერთობა „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, მიიღონ კონკრეტული ზომები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად. ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს, ასევე, პროევროპულ საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო, საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას.
რეზოლუციით ევროპარლამენტი ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, გადახედონ საქართველოს უვიზო მიმოსვლის სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით.
ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ასევე მოუწოდებს, განიხილონ დამატებითი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა საქართველოს SWIFT-დან გათიშვა ან სექტორული სანქციები, რომელთა მიზანი „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყევეტა იქნება.
რეზოლუციაში ნახსენებია 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, ეს არჩევნები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის გამოხატვის რეალურ შესაძლებლობას და მასში მონაწილეობა თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ ახალი სტატუს კვოს აღიარებად იქნება გამოყენებული.
