ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას მოლდოვისთვის რეფორმისა და ზრდის ფონდის შექმნის შესახებ, რომლის ღირებულება 1.9 მილიარდი ევროა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 3 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ფონდი მოლდოვაში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერის ინსტრუმენტი იქნება.
„ეს მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს, დავაჩქაროთ რეფორმები, გავააქტიუროთ ეკონომიკა და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის მდგრადობა მზარდი გამოწვევების წინაშე. მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოლდოვის რესპუბლიკისა და მისი მოქალაქეების გვერდით დგომისთვის“, - თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.
1.9 მილიარდი ევრო 2025-2027 წლებისთვისაა გათვალისწინებული. მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 385 მილიონი გრანტების და 1.5 მილიარდი სესხების სახით გამოიყოფა. ევროპულ საბჭოში აღნიშნავენ, რომ სესხები იქნება ძალიან შეღავათიანი, ხანგრძლივი დაფარვის ვადით და ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთებით.
ფინანსური დახმარება წელიწადში ორჯერ, მოლდოვის მთავრობის მოთხოვნის და რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული პირობების შესრულების საფუძველზე გამოიყოფა.
„ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, მხარი დავუჭიროთ მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ეს არის ჩვენი მოვალეობა ამ ტურბულენტურ დროში. ეს პაკეტი მოლდოველებს დაეხმარება, განახორციელონ ძირითადი რეფორმები, გააძლიერონ თავიანთი ეკონომიკა და მისი ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს მოლდოვის მედეგობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უსამართლო აგრესიული ომის შედეგების საპასუხოდ“, - განაცხადა ადამ შლაპკამ, პოლონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა.
მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება ახლა ევროკავშირის პარლამენტმა და საბჭომ უნდა დაამტკიცონ.
უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთდროულად, 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მოკლე დროში გააკეთეს. იმავე წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო ორი წლის თავზე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს.
