ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერი გამოეხმაურა საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეთა მასობრივ დაკავებას და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ძალიან რეპრესიულ რეჟიმს“ ამყარებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
ევროკომისიის პრესსპიკერს ქართველმა ჟურნალისტმა, თამარ ნუცუბიძემ ჰკითხა, როგორ აფასებს საქართველოში, მშვიდობიან დემონსტრაციებთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ დაკავებებს და ასევე, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ „მორალურად და პოლიტიკურად“ ამ დაკავებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და თავად ანიტა ჰიპერს.
„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და სიმართლეს გაუსწოროს თვალი, რომელიც არის ფაქტი, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული.
კიდევ ერთხელ - როცა თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს დემოკრატიაში, თქვენი ქცევაში, არ გრძნობთ საჭიროებას დააპატიმროთ თქვენი ოპონენტები, უდანაშაულო ადამიანები. ამასთან, ჩვენ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგი ვარ.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდნენ დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყონ, რომ არ იქნება ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა ჩილაჩავას დაკავებაზე „მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ ეკისრებათ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და ევროკომისიის პრესსპიკერს ანიტა ჰიპერს. პაპუაშვილმა ისინი „რადიკალების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „4 ოქტომბრის შტურმის“ არ დაგმობისთვის.
