ტყუილია, თითქოს, ევროკავშირი საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას სთხოვს. ამ თემაზე კომენტარი ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ყველა ბრალდება, თითქოს ევროკაშირი საქართველოს სჯის მისი ტრადიციული ოჯახური ღირებულებების გამო, უბრალოდ არ არის მართალი. ევროკაშირი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია დასრულად უჭერს მხარს მის კულტურასა და იდენტობას.
ადამიანის უფლებების დაცვა, ხელშეწყობას და განხორციელება ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საფუძველია. ეს ღირებულებები წარმოადგენს ვალდებულებებს, რომლებიც გაზიარებულია როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მიერ.
ამ კონტექსტში ევროკავშირი მხარსუჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ყველასთვის, მათ შორის, დისკრიმინაციისგან დაცვას“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა „ევროსკოპის“ შეკითხვის პასუხად.
იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შეინარჩუნოს, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის რვა რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათ შორისაა დისკრიმინაციის აკრძალვისუზრუნველყოფა და დაცვა, ასევე, ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შემზღუდავი იმკანონმდებლობების გაუქმება, რომლებიც არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს დაეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, ევროკომისიის რეკომენდაციაა,გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - რუსული კანონი - და პაკეტი „ოჯახურიღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს, ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი კი „პრევენციული ზომაა“.
საქართველოს რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის წარსადგენად ვადა 31 აგვისტოს ამოეწურა.
