უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ევროკომისიის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი ანტონიო კოშტა ჩავიდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 4 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
- 5 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 6 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
„რუსეთის სასტიკი შეჭრის მესამე წლის თავზე ევროპა კიევშია. ჩვენ დღეს კიევში ვართ იმიტომ, რომ უკრაინა ევროპაა. გადარჩენისთვის ამ ბრძოლაში სასწორზე მხოლოდ უკრაინის ბედი არ დევს. ეს ევროპის ბედია“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა X-ზე.
ანტონიო კოშტას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას ომის დაწყების პირველი დღიდან და სურს „კანონიერი, სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა“ უკრაინისთვის.
„უკრაინის მომავალი ევროკავშირშია და უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა“, - აღნიშნა კოშტამ.
ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანტონიო კოშტას გარდა, კიევში ჩავიდნენ უკრაინის მთავარი მოკავშირე ქვეყნების ლიდერები, მათ შორის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, კანადის პრემიერ- მინისტრი ჯასტინ ტრუდო, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხაილი, ლიტვის და ლატვიის პრეზიდენტები, გიტანას ნაუსედა და ედგარს რინკევიჩი.
„ბოლო სამი წლა უკრაინა მსოფლიოს აჩვენებს გამძლეობის ნამდვილ მნიშვნელობას. მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია მშვიდობის პირობები. ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების, მაგრამ ეს მოითხოვს მოქმედებას. ჩვენი მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ ახლა“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.
უკრაინის მოკავშირეები ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრებიან და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე.
რამდენიმე დღის წინ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ და განაცხადა, რომ მისი რეიტინგი 4%-მდეა შემცირებული. საპასუხოდ, ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის მიერ შექმნილ „დეზინფორმაციულ სივრცეში“ ცხოვრობს.
