აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. TV 25-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ სკოლაში მსოფლიო სახელმწიფოების დროშებს შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშაც იყო გაკრული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
აჭარის განათლების მინისტრის მაია ხაჯიშვილის განმარტებით, სამინისტრომ საკითხი მოიკვლია და დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
„მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს კანონმდებლობა იყო დარღვეული. ისეთი სტიკერები განათავსეს, რომელიც მიუღებელია ჩვენი კანონმდებლობით, კონსტიტუციით. მნიშვნელოვანია სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხუსმგებლობით მოეკიდოს სასწავლო რესურსების შერჩევას, იქნება ეს სახელმძღვანელო, დამატებითი რესურსი თუ სხვა, ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობასა და ბავშვების მომავალზე. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინიტრომ მიიღო გადაწყვეტილება და დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას“, - განაცხადა ხაჯიშვილმა.
ადგილობრივმა ტელეკომპანია TV25-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ სტენდზე გაკრული რუსეთის დროშა ჩამოხია, რის გამოც მას სასწავლო პროცესი დაატოვებინეს და სკოლაში მშობელი დაიბარეს. ტელეკომპანიამ მოგვიანებით დააზუსტა, რომ მოსწავლემ არა რუსეთის დროშა, არამედ აფხაზეთის „დროშა“ ჩამოხია, რომელიც ცალკე სახელმწიფოდ იყო წარმოდგენილი. სკოლის დირექტორის მოადგილეები ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ მოსწავლემ რუსეთის დროშა ჩამოხია. მათივე თქმით, მშობელი სკოლაში სასკოლი ინვენტარის დაზიანების გამო დაიბარეს.
