გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება და 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. ნადირობის მსურველი ვალდებულია, ნადირობამდე მოსაკრებლის სახით 10 ლარი გადაიხადოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 5 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 6 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.
ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.
აკრძალულია ნადირობა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფო), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.
ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები:
რუხი ბატი: 01.11 – 01.03 – 5 ცალი
რუხი იხვი: 01.11 – 01.03 – 3 ცალი
ჭიკვარა (სტვენია იხვი): 01.11 – 01.03 – 5 ცალი
გარეული იხვი: 01.11 – 01.03 – 6 ცალი
იხვინჯა (ჭახჭახა იხვი): 01.11 – 01.03 – 3 ცალი
ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი: 01.11 – 01.03 – 3ცალი
მელოტა: 01.11 – 01.03 – 6 ცალი
კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი: 01.11 – 01.03 – 3 ცალი
თეთრშუბლა იხვი: 01.11 – 01.03 - 6 ცალი
დიდი თეთრშუბლა ბატი: 01.11 – 01.03 – 5 ცალი
ქოჩორა ყვინთია: 01.11 – 01.03 – 5 ცალი
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე:
რუხი ბატი: 10.09 – 31.12 – 3 ცალი
რუხი იხვი: 10.09 – 31.12 – 2 ცალი
ჭიკვარა (სტვენია იხვი): 10.09 – 31.12 – 3 ცალი
გარეული იხვი : 10.09 – 31.12 – 5 ცალი
იხვინჯა (ჭახჭახა იხვი): 10.09 – 31.12 – 2ცალი
ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი: 10.09 – 31.12 – 2 ცალი
მელოტა: 10.09 – 31.12 – 5 ცალი
კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი: 10.09 – 31.12 – 2 ცალი
თეთრშუბლა იხვი: 10.09 – 31.12 –3 ცალი
დიდი თეთრშუბლა ბატი: 10.09 – 31.12 – 3 ცალი
ქოჩორა ყვინთია – 10.09 – 31.12 – 3 ცალი
სხვა ფრინველები:
ტყის ქათამი: 01.10 – 01.03 – 5 ცალი
ჩიბუხა: 24.08 – 15.02 – 5 ცალი
მწყერი: 24.08 – 15.02 – 20 ცალი
ქედანი: 24.08 – 15.02 – 10 ცალი
გარეული მტრედი: 24.08 – 15.02 – 10 ცალი
გულიო (გვიძინი): 24.08 – 15.02 – 10 ცალი
საყელოიანი გვრიტი: 24.08 – 15.02 – 5 ცალი
ღალღა: 24.08 – 15.02 – 5 ცალი
ჩიბუხელა (გარშნეპი): 24.08 – 15.02 – 5 ცალი
