გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბალდის კანიონის მცველებზე თავდასხმას გამოეხმაურა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უფლებადამცველთა საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი ბალდის კანიონის მცველებზე თავდასხმას გამოეხმაურა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში, ბალდის კანიონთან მდებარე საპროტესტო ბანაკზე ძალადობრივი თავდასხმით. დაშავდა 2 ადამიანი, ერთს ოპერაცია დასჭირდა. 

ადგილობრივ უფლებადამცველებზე თავდასხმების შესახებ ვაფრთხილებდი ჩემს მოხსენებაში, რომელიც ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ შევადგინე და მოვუწოდე სახელმწიფოს, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და მოაგვაროს კონფლიქტი ამ რეგიონში“, - წერს მერი ლოლერი სოციალურ ქსელ X-ში.

11 ივნისს, გვიან საღამოს, მარტვილში, სოფელ ბალდაში, თავს დაესხნენ კარავში შეკრებილ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც შვიდ თვეზე მეტია ბალდის უნიკალური კანიონის კანონდარღვევით გასხვისებას აპროტესტებენ. კარავში თავდასხმამდე, დანებითა და ცეცხლასასროლი იარაღით შეიარაღებულმა ძმებმა გელა და გიგა ხურცილავებმა ორი ადამიანი დაჭრეს. 33 წლის მინდია ბჟალავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სახის, თავის, ყელის, ზურგისა და გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 32 წლის არჩილ ბჟალავამაც.

პროკურატურამ გელა ხურცილავას ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისა და ძალადობის მუხლით წარუდგინა, რაც  10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გიგა ხურცილავას მუქარა ედება ბრალად. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. სენაკის სასამართლომ ძმებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მარტვილის პოლიციამ მუქარის ბრალდებით დააკავა მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრიც - 30 წლის ინდიკო ბჟალავა. მის წინააღმდეგ პოლიციას საჩივრით, გელა ხურცილავას მეუღლემ მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ინდიკო ბჟალავა ქალს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 14 ივნისს, სენაკის რაიონულმა სასამართლომ ინდიკო ბჟალავაც დააპატიმრა. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ქალის დაკითხვის დოკუმენტის გარდა, ერთადერთი ქალის ჩვენება დევს. მოწმე ახლა ამბობს, რომ მისი ჩვენება მარტვილის პოლიციის გამომძიებელმა გააყალბა და მას არ უთქვამს, რომ ინდიკო ბჟალავა ვინმეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამ თემაზე „მთის ამბები“ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).