ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ხუთი ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო და ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოწოდებით გამოდის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციებს შორისაა „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის სასიცოცხლო სამუშაოს ასრულებს.
ის, რომ ფონდების გაყინვა ნოემბრისა და დეკემბრის საპროტესტო აქციების გამოძიების ნაწილია, შემაშფოთებელია.
მოვუწოდებ, გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება და პასუხისგებაში იქნენ მიცემული ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებათა დამცველებსა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე თავდასხმებზე“, - ნათქვამია მერი ლოლერის განცხადებაში.
17 მარტს, პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა.
არასამთავრობო ორგანიზაციები პროევროპული აქციების დროს დაჯარიმებულებს, დაპატიმრებულებს და პატიმართა ოჯახებს ეხმარებოდნენ. მათი დაყადაღება ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.
„დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, - აცხადებს პროკურატურა.
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ დაყადაღებულია მათ ანგარიშზე არსებული 400 000 ლარი, რომლის ნაწილი გამიზნული იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. ჟორჟოლიანს ყადაღა გასაჩივრებული აქვს.
