პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას დამოუკიდებელ მედიაზე პირდაპირ შეტევად აფასებს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შემოსავლების სამსახური პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად აქცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„მიზანმიმართული და აგრესიული ზეწოლა ხორციელდება პოლიტპატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიერ დაარსებული დამოუკიდებელი მედიაგამოცემა „ბათუმელების“ წინააღმდეგ. გამოცემა, რომელიც ყოველთვის ობიექტურად და კრიტიკულად აშუქებდა ყველა ხელისუფლების მოქმედებებს, დღეს პირდაპირი დევნის ობიექტად იქცა.
„ოცნება“ მორიგ მცდელობას მიმართავს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხმა ჩაახშოს. ამისთვის კი იყენებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს – მათ შორის, შემოსავლების სამსახურს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად აქცია. მაშინ, როცა ამ სამსახურისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მედიების ბიუჯეტის წინაშე არსებული ათეულობით მილიონი ლარის ვალი, სამსახური უარს ეუბნება „ბათუმელებს“ კანონით გათვალისწინებულ გადახდის გრაფიკზე, რომელიც ვალის ეტაპობრივ დაფარვას ითვალისწინებს.
ეს არ არის ფინანსური დავა – ეს არის პირდაპირი შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე და კონკრეტული ანგარიშსწორება მზია ამაღლობელთან. ეს არის მცდელობა ქვეყანაში მიუკერძოებელ მედიებს ჩაუქრონ შუქი“, – ნათქვამია ექსპრემიერის პარტიის განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც მედია ორგანიზაციაში აცხადებენ, ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, ხოლო რეალური მიზეზი – სურვილი, რომ საქმიანობა შეწყვიტონ.
„დღეს, 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედია ორგანიზაციის გასანადგურებლად“, - აცხადებენ „ბათუმელებში“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე 47 000 ლარია [ძირი თანხა]. მედია ორგანიზაციას დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა თანხებს მის დასაფარად. 1-ელ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ დავალიანება 5 დღეში უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ. შემოსავლების სამსახურმა მათ უარი უთხრა ვალის გადახდის გრაფიკის შეთავაზებაზე, რასაც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს და 17 ივლისს ანგარიშებს ინკასო დაადო. თუ „ბათუმელები“ თანხას ვერ გადაიხდის, ორგანიზაციის ქონებას - რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისს - დააყადაღებენ, შემდეგ კი გაყიდიან.
