პარტიის „საქართველოსთვის“ წევრისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მეტროს ვაგონში ათზე მეტი ადამიანი დაესხა თავს. შემთხვევა 23 ოქტომბერს, საღამოს, მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მასზე თავდამსხმელებს „ქართული ოცნების“ დროშები ჰქონდათ და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
„მივდიოდი ტელევიზიაში, გამოვიყენე საჯარო ტრანსპორტი - მეტრო. შევედი ვაგონში, იქ ბევრი ადამიანი იყო, დროშები ეჭირათ ხელში და სავარაუდოდ, აქციიდან მოდიოდნენ. ამ მომენტში მეც აქციას ვუსმენდი და სანამ ყურსასმენები მქონდა, ამ ადამიანების ხმა არ მესმოდა. თუმცა ინტერნეტი, რომ გაწყდა, ვიღაცების ხმა გავიგე, რაღაცებს იძახდნენ, როცა მივტრიალდი - ვერ მიცანიო? ცოტა ახლოს მივედი, არასასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ ყველა, ალკოჰოლის მძაფრი სუნი ასდიოდათ.
ჩვეულებრივი „შპანა“ იყო. ერთ-ერთმა ჩემი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხყოფა თქვა. ამას მოჰყვა ყველაფერი, რაც მოჰყვა. კარგი იქნება თუ ამ კადრებს ამოიღებენ და გაუშვებენ. ბევრნი იყვნენ. თავიდან მეგონა 10 კაცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტნი იყვნენ. რაც შემეძლო ვიგერიებდი, ნამდვილად არ დამიკლია არც მე. აუცილებლად დავადგენ, ვინ არიან. გამორიცხულია ამ ზონდერებს ქვეყანა დავუთმოთ“, - თქვა გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
