მოლდოველი ოლიგარქი და „მოლდოვის დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი, ვლადიმირ პლახოტნიუკი ათენში, აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის პოლიციამ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ინტერპოლიდან ოფიციალური არხებით მივიღეთ შეტყობინება საბერძნეთში მოლდოვის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი ვლადიმირ პლახოტნიუკია“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლიციის გენერალური ინსპექციის უფროსმა, ვიორელ ჩერნაუტანუმ თქვა, რომ მოლდოვის დაკავებული მოქალაქეები დუბაიში მიემგზავრებოდნენ.
აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დასანქცირებული ვლადიმირ პლახოტნიუკი ხელმძღვანელობდა „მოლდოვის დემოკრატიულ პარტიას“, რომელიც ხელისუფლებაში 2016 წლიდან 2019 წლამდე იყო. გარდა ამისა, პლახოტნიუკი მოლდოვის ორი მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრია და ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მიიჩნევა.
მოლდოვაში პლახოტნიუკის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა, გამოძალვა და თაღლითობა ედება. პროკურატურის მტკიცებით, პლახოტნიუკმა 2012-2014 წლებში ქვეყნის უმსხვილესი ბანკების ანგარიშებიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარა.
ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ზაფხულში, მისი პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გაიქცა. 2025 წლის თებერვალში ინტერპოლმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
პლახოტნიუკი მძიმე დანაშაულებშია ბრალდებული რუსეთშიც და დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული მკვლელობის მცდელობის, განსაკუთრებით დიდი მასშტაბით კონტრაბანდისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეებზე. ვლადიმირ პლახატნიუკი, მოლდოველ პოლიტიკოს რენატო უსატისთან ერთად, ასევე ეჭვმიტანილია რუსული ბანკებიდან დიდი ოდენობით თანხების გატანაში.
