რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს დესტაბილიზაციისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
სახელმწიფო ახალი ამბების სააგნეტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში გალუზინმა აღნიშნა, რომ დასავლეთი „უსირცხვილოდ“ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და ცდილობს შეცვალოს „ქართველი ხალხისა და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების სუვერენული არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ“.
„მართლაც, დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისთვის. ამის ნათელი მაგალითია საქართველო. აშშ-მ და ევროკავშირმა გადაწყვიტეს, დემონსტრაციულად დაესაჯათ ქვეყანა, რომელმაც მოულოდნელად „გაბედა“, ითამაშოს საკუთარი და არა მასზე თავსმოხვეული წესებით“ - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
გალუზიმა გაიმეორა „ქართული ოცნების“ რიტორიკა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმის შესახებ და თქვა:
„საქართველოს უბიძგებდნენ ავანტიურისკენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნით. სურდათ, ქართველ ხალხს სისხლი დაეღვარა მათთვის უცხო ინტერესებისთვის. ამავდროულად, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ამერიკელები და ევროკავშირის წევრები ფარისევლურად საუბრობენ მშვიდობაზე“.
იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, გააგრძელოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება, რაც, მისივე თქმით, ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებშია.
75-ე დღეა, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით.
პროტესტს, რომელიც 28 ნოემბერს, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, პარტიის ლიდერებმა უცხოური, მათ შორის, ამერიკული დაფინანსებით, „რევოლუციის მოწყობის მცდელობა“ უწოდეს.
