რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა 12 თებერვალს განაცხადა. ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ამ მარშრუტის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
მისი თქმით, კავკასიაში ინფრასტრუქტურული შეზღუდვების მოსახსნელად სისტემატური სამუშაოები მიმდინარეობს.
„სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. კავკასიაში სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხების მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მნიშვნელოვანი საერთო ამოცანის გადაჭრაში რეგიონის ყველა სახელმწიფოს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა იქნება“, - განუცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს.
ალექსეი ოვერჩუკმა ასევე თქვა, რომ მოსკოვი და ერევანი დაიწყებენ მოლაპარაკებებს სომხეთის რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენის შესახებ.
ორიოდე დღის წინ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გამოაქვეყნა ინტერვიუ ყოფილ დეპუტატთან და „ქართული ოცნების“ პარლამენტის მოქმედი წევრის, ილია ინჯიას მამასთან. ფრიდონ ინჯია Sputnik-თან ამბობს, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი „აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორიცაა რუსეთთან რკინიგზისა და საავტომობილო კავშირების აღდგენა აფხაზეთის გავლით“.
„ეს რეგიონთან დაკავშირებული ყველა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ისინი დამატებით შემოსავალს მიიღებენ“, - თქვა ინჯიამ და აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, სარგებელს მიიღებენ დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლები, რომლებსაც „წლების განმავლობაში ემიგრაცია არ მოუწევთ“.
„ამ კონტექსტში, პოლიტიკა და ეს ასპექტი შეიძლება სრულიად იგნორირებული იყოს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ეკონომიკასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დაყრდნობა“, - განაცხადა ინჯიამ.
აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თემა აქამდეც არაერთხელ გახდა აქტუალური. 2023 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია ამ საკითხზე ფარული მოლაპარაკებების შესახებ. პარლამენტში გამოსვლისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მხოლოდ ქვეყნის გამთლიანების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
