გარდამნის მუნიციპალიტეტში 1988 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, ფ.ა.-მ ცოლი მოკლა. შემთხვევა 5 თებერვალს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფ.ა. პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა, რის შემდეგ ბრალდებულის სახით დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 2000 წელს დაბადებული მ.გ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, - განაცხადეს შსს-ში.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო პერიოდში ეს ქვემო ქართლში ფემიციდის მეორე შემთხვევაა. 27 იანვარს პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 43 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 56 წლის მამაკაცი დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მეუღლე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.
