ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა, რომელიც ახლახანს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომრად დასახელდა, განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება და ქვეყანას „ღირსეული პრეზიდენტი“ სჭირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
„ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული.
ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 13 სექტემბერს, 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მონაწილეები, ასევე, მათი მწვრთნელები, ექიმები, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი დააჯილდოვა. მათ შორის, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, გიგა ოჩხიკიძე და ლაშა შავდათუაშვილი. სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მათ არა მხოლოდ დაიმსახურეს მედლები, ჯილდოებით და პრემიები, არამედ მიიღეს „ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული“ - ხალხის სიყვარული, „რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს“.
ჯილდოს მიღების შემდეგ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „სრულიად ემიჯნება“ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ფიქრობს, რომ საქართველოს „უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“.
