გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც საქართველოში აქციის მონაწილეების დაშინებაზე, დაკავებასა და მათზე ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„თითქმის 3 თვეა, ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ. ისინი კვლავ დგანან დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის წინაშე. დღეს გერმანიამ დამატებით დააწეესა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ქართველ თანამდებობის პირებზე, ვინც პასუხისმგებელია ამ მკაცრ ზომებზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ეს გერმანიის მხრიდან სავიზო სანქციების დაწესების მეორე შემთხვევა. 2024 წლის 31 დეკემბერს, გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრაძალა 9 პირს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე.
საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
