გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 დეკემბერს განაცხადა, რომ გერმანიაში შესვლის აკრძალვა დაუწესა იმ ცხრა პირს, რომლებიც პასუხისმგებლები რიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. სანქცირებულთა სია გამოქვეყნებული არ არის

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლება. მისი დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, გერმანიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ვითარება კვლავ შემაშფოთებელია და ვაიმარის სამკუთხედის დანარჩენი ორი ქვეყნის (საფრანგეთი, პოლონეთი) საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად, საქართველოს კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებული პოლიტიკური კრიზისით, რომელიც საქართველოში გაჩნდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ. კრიზისის მიზეზი საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან მისიგასვლაა.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და დაბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვითა და რეფორმების განხორციელებით“, - ნათქვამია ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

ისინი „მტკიცედ გმობენ“ გასული კვირების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობას, საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებენ პასუხისმგებლობას, რომ პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და დაიცვას მათი ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის შეკრებისა და მედიის თავისუფლება.

„უმკაცრესად ვგმობთ პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოთქმულ მუქარებს. „ქართული ოცნების“ რეპრესიისა და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკურმა კურსმა გამოიწვია ევროპულ და ეროვნულ დონეზე ჩვენი ურთიერთობების დაქვეითება და საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენი დახმარებისა და მხარდაჭერის შემცირება.

შესაბამისად, ჩვენ აღვასრულებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიპლომატიური დასამსახურებრივი პასპორტების მქონეთათვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ და განვიხილავთ დამატებით ზომებს როგორც ევროკავშირის, ისე ეროვნულ დონეზე“, - აცხადებენ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

გავრცელებულ განცხადებაში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების და გამოვლენი ლიდარღვევების შესახებაც.

„ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას ამ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე, ფართოდ გავრცელებული დარღვევებისა დაშეუსაბამისი რეაგირებისა და გამოძიების ბრალდებებზე ფონზე.

არჩევნები არ ჩატარებულა იმ სტანდარტით, რაც ევროკავშირის კანდიდატისგანაა მოსალოდნელი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან იმისთვის, რომ იპოვოს გამოსავალი ახლანდელი სიტუაციიდან და აღადგინოს ქართული დემოკრატიისადმი საზოგადოებრივი ნდობა. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებისა და სტანდარტების შესრულების მოწოდება, მათ შორის ახალი არჩევნების შესაძლებლობა, რომელიც მოდის ქართული საზოგადოების ნაწილისგან, იმსახურებს ხელისუფლების მხრიდან განხილვას, ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გულწრფელი დიალოგის ფარგლებში“.

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმეორებენ, რომ მხარს უჭერენქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.