გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ომისაგან დაზარალებული და საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 5 მილიონი ევრო გამოყო. თანხას „მუშა სამარიტელთა კავშირი“ (ASB) მიიღებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
პროექტის „გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხისთვის“ დაწყება გამოცხადდა 18 ივლისს, პრესკონფერენციის ფარგლებში, რომლის დროსაც გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ASB საქართველოს“ დირექტორს, კლემენს ფონ ჰაიმენდალს სიმბოლური ჩეკი გადასცა.
დახმარების პროექტის ფარგლებში:
- 7200 პირი მიიღებს სხვადასხვა მიზნობრიობის ფულად დახმარებას 3/6 თვის განმავლობაში;
- ანაზღაურებას მიიღებს 60 „ჰრესნიკი“ [უკრაინაში – ოჯახის დამხმარეები] 3/6 თვის განმავლობაში;
- 18 თვის განმავლობაში 2000 პირი ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებს;
- გამოზამთრებისთვის ფულად დახმარებას მიიღებს 3000 პირი.
პროექტს, რომლის მიზანი უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაა, „ASB საქართველო“ თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან Unite Together და „საქართველოს სამარიტელთა კავშირთან“ ერთად განახორციელებს.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
