გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „უსაფუძვლო ბრალდებებისა და აგრესიული რიტორიკის“ გამო, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანა აბულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ სამინისტრო პლატფორმა X-ზე წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
„ჩვენ ცალსახა გზავნილი გადავეცით: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თბილისში გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეჩერდეს“, – წერია განცხადებაში.
24 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელსაც ვენის კონვენციის დარღევაში, „რადიკალების“ მხარდაჭერაში, ძალადობის წახალისებაში, „დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე“ ზეწოლასა და არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, ეს გერმანელი ელჩის დაბარების პირველი შემთხვევა იყო.
სამინისტროში შეხვედრის შემდეგ პეტერ ფიშერმა X-ზე დაწერა, რომ მასზე თავდასხმები უსაფუძვლოა, გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ კრიზისზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს მთავრობას და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებმაც თავიანთი ქმედებებითა და რიტორიკით ეს გამოიწვიეს და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა გადაღობეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერის „უსაფუძვლო დაბარება“ „კატეგორიულად დაგმო“. სამინისტრომ განმარტა, რომ „ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“.
ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა.
საქართველოს გერმანიაში ელჩი 2024 წლის ბოლოდან აღარ ჰყავდა. ბოლოს ამ თანამდებობას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია იკავებდა, რომელიც განათლების საკითხებში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მრჩევლად გადაიყვანეს.
