გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორამციას მაუწყებელში ადასტურებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
გვიმრაძემ დღეს, 4 დეკემბერს, ვიდრე მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გახდებოდა ცნობილი, Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ პაუსხისმგებელია ამერიკელ კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ გუშინ გამოაქვეყნა და სადაც ის ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად წარმოაჩინა.
ინტერვიუში კიმბერლი ლოუ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. მისივე თქმით, „ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ამ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში“. ინტერვიუდან ეს ციტატები, რომლებიც თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ გზავნილებთან, სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელეარხმა „იმედმაც“ გაავრცელა. კიმბერლი ლოუს ტრამპის ადმინისტრაციაში შესაძლო დასაქმების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება.
როგორც გიორგი გვიმრაძე წერს, კიმბერლი ლოუს პირადად ესაუბრა და არ თქმულა, რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
„ის შეიძლება გახდეს, რასაც თავად ამბობს ამ ეტაპზე მხოლოდ და სწორედ ამიტომ, ითქვა რომ შესაძლოა იყოს. თუმცა ის რომ რესპუბლიკური პარტიის წევრია და თან კენჭს იყრიდა სენატში ეს ადვილად იძებნება. მისი კავშირები, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან, ასევე იძებნება. ამის გარდა, ქალბატონი კიმბერლი, არაფერს ამბობს ისეთს, რაც არ უთქვამს ტრამპთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს. ამდენად მისი გამონათქვამები, დიდწილად თანხვედრაშია ტრამპის პოლიტიკის ძირითად გზავნილებთან და ეს არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“, - განმარტა გვიმრაძემ.
გიორგი გვიმრაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორად 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
