ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომისიის წევრის, დავით კირთაძის წინააღმდეგ საქმე აღძრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძვეკზე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ცესკომ დღეს, 16 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. სხდომის დასაწყისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს „შავი ლაქა“, „ქვეყნის სირცხვილი“ უწოდა და სახეში შავი სითხე შეასხა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კალანდარიშვილი კირთაძეს რეგლამენტის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
„სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს, თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება. დღეს თქვენ წინ გიდევთ ფარატინა ფურცელი, რომელიც არ ასახავს ჩვენი ამომრჩევლის ნებას.
„ბატონო თავმჯდომარესაც“ ვერ გეტყოდით, თქვენ ხართ „ტოჩკა რუ“, რადგან შავ ლაქად მოგიხსენიებთ დღეს ქართველი ხალხი... თქვენ ხართ ყველაზე ცუდი თავმჯდომარე“, - მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს.
ცესკოს თავმჯდომარემ მას სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა და განუმარტა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ორი წუთი ამოეწურა. „მიბრძანდით, კარგად ბრძანდებოდით. იძულებულს ნუ გამხდით გაგაძევოთ ჩემით“, - უთხრა ცესკოს თავმჯდომარემ კირთაძეს. ამ დროს დავით კირთაძემ მაგიდიდან აღებული ჭიქიდან მას სახეში შავი სითხე შეასხა.
ინციდენტს გინება მოჰყვა. მომხდარის გამო სხდომა შეწყდა. გიორგი კალანდარიშვილი სხდომათა დარბაზში თვალახვეული დაბრუნდა და კირთაძის ქმედება „პროვოკაციად“ შეაფასა.
დავით კირთაძის თქმით, გიორგი კალანდარიშვილს „ჩვეულებრივი შავი საღებავი“ შეასხა.