ხმაურიანი სხდომის შემდეგ ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აქართველოს ცენტრალურმა საარჩვენო კომისიასმ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებილი. ... შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით ფაქტობრივად საარჩევნო პერიოდი დასრულდა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ოქმს ხელი მოაწერა ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმაც.

კომისიის წევრი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“, გიორგი სიორიძე ცესკოს წევრებს მოუწოდებდა, შემაჯამებელი ოქმი არ გამოეცათ.

„მაშინ, როდესაც ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ 2263 უბანზე, ჩვენი ამომრჩევლების 90%-სთვის ხმის ფარულობის პრინციპი იყო დარღვეული, შესაბამისად, არჩევნების ფარულობის და თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპი არის დარღვეული. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ცესკომ შეინარჩუნოს თავისი სახე, არ ჩატარებულად გამოაცხადოს არჩევნები და ორ თვეში ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

ეს იქნებოდა ერთადერთი, სწორი, სამართლებრივი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამის ნაცვლად, თქვენ გინდათ, ბეჭედი დაარტყათ იმ რიცხვებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოგაწოდათ. თქვენ გინდათ შეასრულოთ ნოტარიუსის ფუნქცია. როგორც ბიულეტენების უკანა მხარეს იყო შავი ლაქა, ასეთი შავი ლაქით შეხვალთ თქვენ საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა სიორიძემ.

არჩევნების შედეგების შეჯამება დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი იყო.

ცესკოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს „შავი ლაქა“, „ქვეყნის სირცხვილი“ უწოდა და სახეში შავი სითხე შეასხა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კალანდარიშვილი კირთაძეს რეგლამენტის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს, თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება. დღეს თქვენ წინ გიდევთ ფარატინა ფურცელი, რომელიც არ ასახავს ჩვენი ამომრჩევლის ნებას.

„ბატონო თავმჯდომარესაც“ ვერ გეტყოდით, თქვენ ხართ „ტოჩკა რუ“, რადგან შავ ლაქად მოგიხსენიებთ დღეს ქართველი ხალხი... თქვენ ხართ ყველაზე ცუდი თავმჯდომარე“, - მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს.

ცესკოს თავმჯდომარემ მას სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა და განუმარტა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ორი წუთი ამოეწურა. „მიბრძანდით, კარგად ბრძანდებოდით. იძულებულს ნუ გამხდით გაგაძევოთ ჩემით“, - უთხრა ცესკოს თავმჯდომარემ კირთაძეს. ამ დროს დავით კირთაძემ მაგიდიდან აღებული ჭიქიდან მას სახეში შავი სითხე შეასხა.

ინციდენტს გინება მოჰყვა. მომხდარის გამო, სხდომა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო.

გიორგი კალანდარიშვილი სხდომათა დარბაზში თვალახვეული დაბრუნდა. „ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია განხორციელდა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, პროცენტი და მანდატების რიცხვი ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ – 1 120 053 ხმა, 53.93%, 89 მანდატი;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 229 161 ხმა, 11.03%, 19 მანდატი;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 211 2016 ხმა, 10.17%, 16 მანდატი;
  • „ძლიერი საქართველო“ – 182 922 ხმა, 8.81%, 14 მანდატი;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, 12 მანდატი.

არჩევნებში მონაწილეობა სულ 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო, ბათილად იქნა ცნობილი 34 974 ბიულეტენი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.