თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 3 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 4 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 5 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 6 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
პროკურატურა მინდაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ედავებოდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარის მტკიცებით, მინდაძემ 2024 წლის 29 ნოემბერს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დამწვრობა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე გიორგი მინდაძემ დასკვნითი სიტყვა თქვა. მან გულშემატკივრებს მიმართა:
„მოგახსენებთ, რომ ამ შედეგს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი კარგად ყოფნა და უსაფრთხოება, ამიტომ ნებისმიერი შედეგის გამოცხადების შემთხვევაში, გთხოვთ, მშვიდად და წყნარად შეხვდეთ განაჩენს.
ნუ დატოვებთ ბიჭებს მხარდამჭერების გარეშე დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილებით. ბიჭების 99% თვლის, რომ „ლელომ“ არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა... ჩვენ არავის ვივიწყებთ და საკუთარ ბედს თვითონ გადავწყვეტთ“.
სასამართლო პროცესის პარალელურად, დაძაბულობა იყო ფოიეში. მანდატურებმა მოქალაქეებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს შენობა მას შემდეგ, რაც მათ პროცესზე დასწრება მოითხოვეს. მათი უკმაყოფილება სხდომის მცირე დარბაზში ჩატარების გადაწყვეტილებამ გამოიწვია. როგორც საბა სხვიტარიძის დედამ, ელენე ახობაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, დაპირისპირების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
„მანდატურები მაშინაც არ გვაკლებდნენ ცემა-ტყეპას, როდესაც ტელევიზიებს შეგეძლოთ გადაღება, თუმცა დღეს სასწაული ქნეს. ორ ადამიანს ცხვირი აქვს გატეხილი, ერთს გვერდი სტკივა – ეს ახალგაზრდები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ ბიჭს წვერებში მოკიდეს ხელი და წვერებით გამოიყვანეს გარეთ“, – თქვა ელენე კობახიძემ.
12 ივნისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილის, მათე დევიძის საქმეზე გამოიტანა. მან 21 წლის დევიძე დამნაშავედ ცნო პოლიციელზე თავდასხმაში და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
