თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს, მეტსახელად „ზარალას“, აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. რამიშვილი, რომელსაც ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი 50 000 ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
გიორგი რამიშვილი 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს იმ დროს, როდესაც ის ქვეყნიდან მიემგზავრებოდა. პროკურატურის განცხადებით, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტირებული WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
რამიშვილი ბრალს არ აღიარებს. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ „შეცდომა“ მოუვიდა.
„შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება, ვინაიდან არ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანს [გიორგი რამიშვილს] გააჩნია საკმაოდ სერიოზული ბიზნესი, სერიოზული კავშირები და ბუნებრივია, დაზიანდებოდა მისი საქმიანი რეპუტაცია“, - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
საქმეზე წინასასმართლო სხდომა 26 აგვისტოს ჩაინიშნა. დანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა ბიზნესმენს ედავება, 4-დან 7-წლამდე პატიმრობით ისჯება.
58 წლის გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ ჯგუფის“ მფლობელი, „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ევრონიუს ჯორჯიას“ დამფუძნებელია.
