გორში, პოლიციელების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ძალადობის შემდეგ, დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
განახლება - პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა - ის გაათავისუფლეს
პაპუნა ლოცულაშვილი, რომელიც პოლიციელების ჯგუფური ძალადობის შედეგად დაშავდა, ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში ადანაშაულებენ. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ან ძალადობას, რაც, ადვოკატის შეფასებით, აბსურდულია.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე მომხდარს „წამების მსხვერპლის დასჯას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ პოლიციელები, რომლებიც მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
„რომელი პოლიციელებიც ძალადობდნენ, მათ [დაზარალებული] გადაიყვანეს იზოლატორში. წამების მსხვერპლია და პოლიციელები ამ დრომდე არ არიან დაკავებული. ეს ადამიანი უდანაშაულოა, მასზე ძალადობდნენ, ეს კი არ უნდა დაეკავებინათ. ათამდე პოლიციელი ძალადობს, მუხლი უნდა შეიცვალოს და წამების მუხლით გაგრძელდეს გამოძიება“, - აცხადებს ადვოკატი ლაშა ტყეშელიაძე.
დღეს, გორში გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები ფიზიკურად ორ მოქალაქეს, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. ეს მუხლი პოლიციელების მხრიდან ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
