გორში მიმდინარე ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე, მძიმე წონაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა ათგზის მსოფლიო და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი დაამარცხა. შედეგად, ქართული კლუბი „მებრძოლი“ ფრანგულ „პარი სენ ჟერმენთან“ დაწინაურდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ბედნიერი ვარ. ყველა მძიმეწონოსნის ოცნებაა, რომ ტედი რინერი დამარცხებული ჰყავდეს. მეც შევემატე მათ სიას და ძალიან გახარებული ვარ“, - თქვა გამარჯვების შემდეგ თუშიშვილმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2018 წელს მოიპოვა.
გურამ თუშიშვილი და ტედი რინერი ერთმანეთს 2017 წელს, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც დაუპირისპირდნენ. მაშინ გამარჯვება ფრანგმა ძიუდოისტმა მოიპოვა.
დღეს, 26 ნოემბერს, გორის სპორტის სასახლეში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონთა ლიგაზე მამაკაცთა და ქალთა 15 კლუბი ასპარეზობს. მამაკაცთა კლუბებს შორის სამი ქართული, ორი ფრანგული და თითო-თითო სერბული, ესპანური და ბერძნული კლუბები არიან. ჩემპიონატი ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება. გამარჯვებული კლუბი პრიზის სახით 12 ათას ევროს მიიღებს.
