გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 32 წლის მამაკაცმა თანასოფლელები - 71 წლის პენსიონერები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ფარსადანიშვილი დაკავებულია. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს - 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კახეთში მკვლელობა მოხდა 28 ივნისსაც. ბრალდებულმა 46 წლის ქალმა საგარეჯოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 77 წლის დედას ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
