გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ელენე მეგრელიშვილი დაიღუპა. მძიმედ დაშავდა პოლიტიკური გაერთიანების კიდევ ერთი წევრი ანა ქართლელიშვილი. არჩევნების წინ, ისინი გურჯაანის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 5 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
„გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებძოლს, ელენეს და ანას. გუშინ, კახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, რომელიც ცვლილებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძოდა დაუღალავად. გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის. ამ ჭირში ახლა გამაგრება, ერთად და მყარად დგომა, გლოვა და თან ბრძოლა გვმართებს. ურთულესია ეს ყველაფერი“, - წერს ნიკა მელია, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი და პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევა 14 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ერთმანეთს ცენტრალურ გზაზე მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ელენე მეგრელიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ავტომობილის საჭესთან იყო, ადგილზე გარდაიცვალა. ანა ქართლელიშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი.
სოფელ ვაჩნაძიანში მსხვერპლით დასრულდა შაბათს, 12 ოქტომბერს მომხდარი ავტოავარიაც. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ერთ-ერთ ეზოში შევარდა, სადაც ჩურჩხელას აკეთებდნენ. მომხდარის შედეგად ორი ქალი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში სულ 2544 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 179 და დაშავდა 3356 ადამიანი.
