„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად დამტკიცებული, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 72 წლის პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელსაც 5-წლით პატიმრობა მიუსაჯეს, სააპელაციო სასამართლოში აღიარებითი ჩვენების მიცემისა და მონანიების შემთხვევაში, იმავე დღეს გათავისუფლდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ვინაიდან ჩახუნაშვილმა დანაშაული არ აღიარა, სასამართლოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა და კანონით გათვალისწინებული სასჯელი შეუფარდა.
„ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს, მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია. ამიტომ, თავისთავად, მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა.
თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა და სააპელაციო სასამართლოში მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჩვენ შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი“, – განაცხადა გვარაკიძემ.
ცნობილი პედიატრი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი 19 ივნისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას და კიდევ 6 პირს ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას ედავებოდა. გიორგი ჩახუნაშვილი წარდგენილ ბრალს კატეგორიულად არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს, ათონელის რეზიდენციასთან მიმდინარე მოვლენებისას ის მხოლოდ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
72 წლის ექიმი გლდანის ციხეში, საკარანტინო სივრცეში იმყოფება. მისი შვილის, კონსტანტინე ჩახუნაშვილის განცხადებით, კარანტინში არსებული მძიმე და სპეციფიკური პირობები (მცირე ფართობზე ბევრი ადამიანის ყოფნა, შეზღუდული კომუნიკაცია) 72 წლის კაცისთვის „შეიძლება წამებასაც გაუთანაბრდეს“. ოჯახი ითხოვს პატიმრის ჩვეულებრივ საკანში დროულად გადაყვანას, სადაც მას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ტანსაცმელი და ინფორმაცია.
