საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე“, - წერს ჰადადი პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს დაუჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს.
„ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს“, - აღნიშნავს ბენჟამინ ჰადადი.
ჰადადის განცხადება X-ზე გააზიარა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველო აფასებს საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას.
„ქართველი ხალხი არ დანებდება!“, - წერს პრეზიდენტი.
28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას გააცნო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა და თქვა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
კობახიძის განცხადებას მოქალაქეების მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები აქციის მონაწილეებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს, არბევენ და სასტიკად უსწორდებიან. პროტესტის პირველი ორი დღის განმავლობაში დაკავებულთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა.
განვითარებული მოვლენების ფონზე ამერიკის შეერთებულმა შატატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს კონსტიტუციის ღალატია.
