„საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დღეებში ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულებები, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, - აშშ-ის ჰელსინკის კომისია, რომელიც ეუთოს წევრ 57 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგს ახორციელებს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გასულ შაბათს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
კომისიის განცხადებით, მესამე მხარეებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს დარღვევებზე - როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს - რამაც გავლენა იქონია შედეგების სამართლიანობაზე.
„საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია, ხაზი გაუსვა რუსეთის დახვეწილ მცდელობებს, ჩარეულიყო არჩევნებში დასაქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებისთვის ძირი გამოეთხარა.
რამდენადაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება სახავენ გეგმას საარჩევნო პროცესისკენ, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას, აშშ-მ და ევროკავშირმა უნდა მხარი დაუჭირონ მათ და გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა დაეხმარონ ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია“, - წერს ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე.
29 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა - განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების არაერთი შემთხვევა, ასევე ამომრჩეველთა დაშინება და იძულება.
