ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა დარღვევა, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნეზე გამოვლინდა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, მე ღრმად შემაშფოთა ქვეყანის ბოლოდროინდელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, მათ შორის კანონების ამოქმედებამ, რომლებიც კოპირებენ რუსულ კანონებს, ზღუდავენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს და სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.
სულ ახლახანს, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების არაერთი შემთხვევა, ასევე ამომრჩეველთა დაშინება და იძულება.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიც არის ე.წ. „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაიწყოს დაუყონებლივ, ინკლუზიური დიალოგი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სამართლიანობის აღდგენის შესახებ.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად პატივი სცენ კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძველი“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამჭვირვალედ გამოძიებისკენ ევროკავშირიც მოუწოდებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება.
