ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვილილებებთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 2 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 3 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 4 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 5 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
3 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა მეორე პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას ეხება.
„უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებებით, როგორც პირველი (16.12.2025), ისე მეორე (4.02.2026) პაკეტით, საქართველოს მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან.
დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაჩქარებული წესით გადაწყვეტა. მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეუხებლობას“, - ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
- ილიას სახელმფიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო;
- სამართლის სკოლის საბჭო;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო;
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლში ნათქვამია, რომ „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია“.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო უნივერსიტეტში რეორგანიზაციის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილი იქნება მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი.
მთავრობის დადგენილებით, რეორგანიზაციის პერიოდში და განსაზღვრული ვადით, შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით განსაზღვრული ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების წესი თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.
ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში, განათლების მინისტრი უფლებამოსილი ხდება დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და შექმნას დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით გადაეცემა აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება.
საკანონმდებლო ცვლილებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების სადავო გადაწყვეტილების ფონზე დამტკიცდა.
