„ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები, აქ გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ“, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა შეკითხვას, ცდება თუ არა თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის თქმითაც, „ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, რომ დაასანქცირონ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებული შტატები საკმაოდ შეშფოთებულია იმით, რომ მიღებული კანონი საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას აშორებს, შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, ჩაახშოს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებები და რომ ეს ძირეულად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან.
„სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და განვიხილავთ პასუხს საქართველოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
[სახელმწიფო მდივანმა] ახლახან გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც გამოაცხადა საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი დოლარის დახმარებას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ და გამოაცხადა ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, რომელზეც უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ შეერთებული შტატები მიიღებს ზომებს.
ვფიქრობ, რომ აქ გავჩერდები, მისი დამოკიდებულება ამის შესახებ, ძალიან ნათელია“, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე მილერმა.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი ძალაში დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევიდა. დღესვე, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ თუ ორგანიზაციები კანონს არ დაემორჩილებიან, იქნება „ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ ფუნქციონირებას“. გარდა ამისა, კალაძემ განაცხადა, რომ არც პირადი და არც თანაგუნდელების დასანქცირების მოლოდინი არ აქვს.
