დიდ ბრიტანეთში კვირაზე მეტია, რაც მიგრანტების წინააღმდეგ ეროვნული და რელიგიური მოტივით აღმოცენებული მწვავე პროტესტი არ წყდება. პოლიციამ ულტრამემარჯვენე „ინგლისის თავდაცვის ლიგის“ მხარდამჭერების მიერ დაწყებული დემონსტრაციების ოთხასამდე მონაწილე დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 5 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
29 ივლისს, დანით შეიარაღებულმა პირმა ბავშვთა საცეკვაო კლუბში 3 გოგონა მოკლა და რამდენიმე ბავშვი დაჭრა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის, წარმოშობით რუანდელი, ბიჭი დააკავა. 30 ივლისს საუთპორტში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ასეულმა მამაკაცმა ქალაქის მეჩეთსა და იქ მყოფ პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინა. დაწვეს პოლიციის მიკროავტობუსი და ნაგვის ურნები.
მასობრივ არეულობებს სათავე სოციალური ქსელებით გავრცელებულმა ცნობებმა დაუდო, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი მუსლიმი, რადიკალი ისლამისტი და ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელია. საუთპორტის პოლიციის წარმომადგენელმა ალექს გოსმა ამ ცნობებს სპეკულაცია უწოდა. მისი თქმით, 17 წლის ეჭვმიტანილი უელსში, ქალაქ კარდიფშია დაბადებული და საუთპორტთან მდებარე სოფელ ბენქსში უკვე წლებია ცხოვრობს.
ხელისუფლება ანტიისლამური ორგანიზაციის - „ინგლისის თავდაცვის ლიგის“ მომხრე რადიკალ ნაციონალისტებს სამგლოვიარო ცერემონიის მეჩეთზე თავდასხმისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს, თუმცა როგორც ამ ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი ტომი რობინსონი, სოციალურ ქსელებში წერს, ლიგა უკვე ათი წელია, აღარ არსებობს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ მათ, ვინც საუთპორტში მსხვერპლთა პატივსაცემად წუთიერი დუმილი ძალადობისთვის გამოიყენეს, ამით მგლოვიარე თემს შეურაცხყოფა მიაყენეს და „ამისთვის კანონის მთელ ძალას აუცილებლად იგრძნობენ“.
„ეს არ არის პროტესტი, ეს არის ცალსახა ძალადობა. ჩვენ გვყავს საჯარო მოვალეობის შემსრულებლების მუდმივი არმია. ჩვენ გავაძლიერებთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას. ჩვენ არ შევეგუებით მეჩეთებზე ან მუსლიმურ თემებზე თავდასხმებს,“ წერს პრემიერ-მინისტრი
ორგანიზაცია „ლივერპულის რეგიონის მეჩეთების ქსელმა“ განაცხადა, რომ ადგილობრივ მუსლიმთა თემს არანაირი კავშირი არ აქვს საუთპორტში ბავშვების მკვლელობასთან და მომხდარი მათთვისაც თავზარდამცემია.
